რუსთავში, ქანდაკება, სახელწოდებით – ,,ცეკვა ქართან ერთად” განთავსდა
რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი სკულპტურების ქალაქში განთავსება დაიწყო, -ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 14 ქანდაკებიდან ერთ-ერთი სკულპტურა, ქალაქის ახლადრეაბილიტირებული ცენტრალური ხიდის დასაწყისში, ღია საგამოფენო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.
ქანდაკება, სახელწოდებით -,,ცეკვა ქართან ერთად”, ბულგარელი სკულპტორის – ზდრავკო ზდრავკოვის ნამუშევარია.
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.