რუსთავში შიდა საუბნო სკვერი გაიხსნა
რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მე-7 მიკრორაიონში, N12 და N15 კორპუსების მიმდებარედ, ახალი მულტიფუნქციური სკვერი გაიხსნა.
უწყების ცნობით, ახალ შიდასაუბნო სკვერში, რუსთავის მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება- ახალგაზრდა რუსთაველი ხელოვანის, რატი ჯიქიას სკულპტურა-,,ოჯახი” განთავსდა.
,,ოჯახი” რუსთავის მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი უკვე მესამე ქანდაკებაა, რომელმაც საკუთარი ადგილი რუსთავში უკვე დაიკავა.