სხვა

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ფაზაშია

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ფაზაშია, – ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, სრულად განახლდა 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება, მოეწყო  ახალი ტროტუარები, საპარკინგე ადგილები, ახალი სანიაღვრე ქსელი, გარე განათება და სარწყავი სისტემა.

მათივე ინფორმაციით,ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ველობილიკების, მწვანე სივრცეებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი გაჩერებების მოწყობა.

„რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტიც. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ რუსთავში არა მხოლოდ არსებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, არამედ ჩვენს ქალაქს პარალელურად ემატება ახალი გზები, რომლებიც რამდენიმე ქუჩას და მიკრორაიონს აკავშირებს ერთმანეთთან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება