24/02/2024
Latest:
სხვა

“სალონური შეხვედრებისა და ჩაის დრო არ არის“ – პეტრე ცისკარიშვილი

სალონური შეხვედრებისა და ჩაის დრო არ არის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა  მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მან პრეზიდენტთან შეხვედრის თემაზე დასმული კითხვას ასე უპასუხა:

“არჩევნებამდე აღარაფერი დარჩა, პრაქტიკულად კარს მოგვადგა. ამიტომ საქმეზე გადავიდეთ. რას ვაპირებთ – აპირებს ის პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას? აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას? რომელ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთიანდება? აპირებს თუ არა გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მიხეილ სააკაშვილის  შეწყალებას იმისთვის, რომ კამპანიაში ჩართვა მესამე პრეზიდენტმაც შეძლოს? ამ საქმიან ამბებზე ვისაუბროთ – ყველას რომ ევროპაში გაწევრიანება გვინდა, ისედაც ვიცით, სალონური შეხვედრებისა და ჩაის დრო არ არის“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

კომენტარის დატოვება