სხვა

სამოქალაქო აქტივიზმის როლი და მნიშვნელობა ახალგაზრდებისთვის – დისკუსია რუსთავში

24 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში გაიმართა ინსპირაციული დისკუსია თემაზე – სამოქალაქო აქტივიზმის როლი და მნიშვნელობა ახალგაზრდებისთვის!
 ტრენინგის მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ხელშეწყობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
ვორქშოპის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ქვემო ქართლის წარმომადგენელმა, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თემო სუყაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა საინტერესო ხედვები და პრაქტიკული გამოცდილება სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით.
აქტივობა განხორციელდა პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა 🇪🇺 და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) 🇩🇪 მიერ.
 ღონისძიება წარმატებით დაორგანიზეს გურანდა ფუტკარაიამ და მარიამ რაჭველიშვილმა, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გადიოდნენ სტაჟირებას ქალაქ რუსთავში.

კომენტარის დატოვება