სხვა

სამწუხაროა, რომ ეუთო არჩევნებს არ აკვირდება – გიორგი კალანდარიშვილი

სამწუხაროა, რომ ეუთო არჩევნებს არ აკვირდება – იყო სპეკულაციები, თითქოს, დროის სიმცირე იყო, თუმცა ვხედავთ, რომ სხვა ქვეყანაში დროის მცირე ფარგლებში ისინი არჩევნებს აკვირდებიან, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, მუნიციპალური არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო არეალში ნაკლებად ხვდება.

კალანდრიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, თუ გვინდა ქვეყანაში გვყავდეს ეუთო/ოდირი, პატივი ვცეთ მის დასკვნას“.

„ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდში გვესმის ამ საკითხზე სპეკულაციები – ვინ დააკვირდება, ვინ იქნება, ვინ არ იქნება და ა.შ. ჩვენ საზოგადოებაში უყვართ ხოლმე მოლდოვის მაგალითზე საუბარი და მოლდოვის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, მათ არჩევნებს სამი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკვირდებოდა, მაშინ როდესაც ჩვენს არჩევნებს 27 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დააკვირდება. რა თქმა უნდა, რაც მეტი მით უკეთესი, მაგრამ აქ არის მთავარი ხარისხობრივი მაჩვენებელი. შეიძლება აკვირდებოდეს რომელიმე ისეთი ორგანიზაცია, რომლის შეფასებებიც შემდგომ ისეთი დამაზიანებელი იყოს საარჩევნო გარემოსთვის, რომ ამან მთელი რიგი უარყოფით გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე. მნიშვნელოვანი არის ხარისხი და მათი ობიექტურობის და მიუკერძოებლობის ნაწილი. რაც შეეხება საერთაშორისო ნაწილს – კიდევ ერთხელ გავმეორდები 28 [საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება საქართველოში არჩევნებს]. ეს დელეგატები იმყოფებიან ქვეყანაში და როგორც დასაწყისში ვთქვი, დღეს, მთელი დღის განმავლობაში მექნება შეხვედრები, სადაც დეტალურად გავივლით სრულ სამზადისს.

ამასთანავე, ეუთოსთან დაკავშირებით ჩვენ მთელი რიგი სპეკულაციები მოვისმინეთ – სამწუხაროა, რომ არ აკვირდება, იყო სპეკულაციები რომ თითქოს, დროის სიმცირე იყო, თუმცა ვხედავთ, რომ სხვა ქვეყანაში დროის მცირე ფარგლებში ისინი აკვირდებიან.

ვერავინ იტყვის, რომ კანონით განსაზღვრულ ვადებში, რომელიმე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვმართა და ჩვენ თითქოს შევქმენით რაიმე ბარიერი იმისა, რომ ვინმეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. პირიქით, მივესალმებით, მივესალმებოდით, და მომავალშიც მივესალმებით,“ – განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება