მსოფლიო

საქართველო ვერ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით – მარგუს ცაჰკნა

ცხადია, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება ასევე შეიძლება შემობრუნებულ იქნას, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს – სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს დემოკრატიას, ისევე როგორც საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული.

ცხადია, რომ საქართველო ვერ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნები ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზაა.

თუ [საქართველოს] ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა,” – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება