“საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“ ” – ადამ კინზინგერი
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, – ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნების“ პარტია კორუმპირებულია და რუსეთთან თანამშრომლობს. ქართველებს სიტუაციის გამოსწორების შანსი აქვთ. თუ ამას არ გააკეთებენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება. საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“. დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან. აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს“, – წერს ადამ კინზინგერი X-ზე.