26/06/2024
Latest:
სხვა

საქართველოს გვერდით ვდგავართ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან – მაია სანდუ

საქართველოს გვერდით ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე წერს.

„ბიურგენშტოკში, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, რათა დემოკრატიისკენ და ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. საქართველოს გვერდით ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან“, – წერს მაია სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

კომენტარის დატოვება