საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.