13/12/2025
Latest:
საზოგადოება

“საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო” – ანა ნაცვლიშვილი

 

საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია. მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება, შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა.

გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის ორგანოს – ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია. მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა.

საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო. ამასთან შეგუება დაუშვებელია. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, 17 დღეში გენიჭებათ ძალა უთხრათ არა მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და კი უთხრათ – ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ” – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარის დატოვება