საქართველოს პრეზიდენტს ,პირველად 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წევრები.
კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ კანდიდატი პირველივე ტურში აირჩეს, მან კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მაინც უნდა მოაგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მეორე ტური გაიმართება.
პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. სახელმწიფოს მეთაური თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.