სხვა

საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”

საქართველოში კიდევ ერთი დასავლელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს.

საქმე ბრიტანელ ჟურნალისტს, უილ ნილს ეხება, რომელიც 20 მაისს, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოში არ შემოუშვეს. უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.

„უილ ნილის შემთხვევა საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების რეპრესიების ახალ ეტაპს აღნიშნავს და მმართველების მიერ სახელისუფლო სტრუქტურებში ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების უარყოფას ნათლად აჩვენებს. იქნება ეს “გაშავების”კამპანიები, რომლებსაც პროსამთავრობო მედია და პოლიტიკოსები უძღვებიან, თუ ადმინისტრაციული დაბრკოლება, ეს დაშინების ტაქტიკები უნდა დასრულდეს. RSF-ი გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ აკრძალვას და მისი დაუყოვნებლივ მოხსნისკენ მოუწოდებს. ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ასევე პასუხი უნდა აგებინონ ქართველ ოფიციალურ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან ბრიტანეთის მოქალაქის ერთ-ერთი უფლების დარღვევაზე”, – განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟენ კაველიემ.

კომენტარის დატოვება