საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიმძლავრემ კი 3,9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი, 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:53 საათზე დაფიქსირდა ქალაქ თიანეთიდან 27 კილომეტრში, სოფელ ბინდაურთასთან.
09:03 საათზე ამავე რაიონში მოხდა 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო თიანეთიდან 25 კილომეტრში მდებარე კურორტი ვაჟას წყარო.