საზოგადოება

საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რაც ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს ქმნის – ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

აშშ-სა და სომხეთს შორის გუშინ ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მთავარ ეტაპს“ აღწევს.

„ირანთან ურთიერთობა ბუნებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველსა და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რაც ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს ქმნის. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანთან ურთიერთობაში სომხეთის რესპუბლიკამ ყველა საკითხზე კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შესახებ შეთავაზება გააკეთა“, – წერს სომხეთის პრემიერი.

კომენტარის დატოვება