საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება
ცესკოს ახალი დადგენილებით, საზღვარგარეთ, 7 ქალაქში, დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება
დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება შემდეგ ქალაქებში: ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი და პარიზი.
დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მიზეზი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაცემული განახლებული მონაცემები ამ ქალაქებში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეთა შესახებ. უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლოთ. სწორედ 7 ოქტომბრის შემდეგ განაახლა მონაცემები საგარეომ და გაუგზავნა ცესკოს.