სხვა

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა.

შეტაკებისას, ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისში, შეიარაღებული დაპირისპირების ადგილზე, დამონტაჟებულია შინდისის გმირების პორტრეტული მონუმენტი.

კომენტარის დატოვება