შროშაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში იუსტიციის სახლის 122-ე ფილიალი გაიხსნა, – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შროშის იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.
იმერეთის რეგიონში 25 იუსტიციის სახლია, სულ მალე იგეგმება თერჯოლის ფილიალის გახსნაც, მობილური იუსტიციის სახლი კი, რეგიონის 15 სოფელს ფარავს.