Societe Generale-ი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა
ბანკთაშორისი მაქინაციების საქმეზე, ბრიტანეთში სასამართლო განხილვა დაიწყო
Deutsche Bank-ის, Barclays-ის და Societe Generale-ის 11 ყოფილი თანამშრომელი გახდებიან პირველი ბრალდებულები ბანკთაშორისი განაკვეთი Euribor-ით მაქინაციების საქმეზე.
10 მამაკაცი და 1 ქალი, ლონდონის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, სადაც მათ ბრალდებებს წაუყენებენ.
მაქინაციების თემაზე მიმდინარე საერთაშორისო გამოძიება ბანკებს უკვე დაუჯდა დაახლოებით $9 მლრდ, რაც მათ მარეგულირებელი საკითხების გადაწყვეტაში გადაიხადეს. 30-ზე მეტი ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა.
ბანკთაშორის განაკვეთები, Euribor-ი და Libor-ი, რომლებიც ბანკთაშორის კრედიტების განაკვეთებს განსაზღვრავენ, წარმოადგენს მთავარ განაკვეთებს, $450 ტრილიონზე მეტი მოცულობის საფინანსო პროდუქტებისთვის.
სასამართლო განხილვები ლონდონში დაიწყება თითქმის 3 წლის შემდეგ მას შემდეგ, რაც 2012 წელს ბრიტანულმა Barclays-მა აღიარა, რომ მისი ტრეიდერები ცდილობდნენ მანიპულირება გაეკეთებინათ -ით და Euribor-ით, 2005-2009 წლებში. Barclays-ი ამისთვის $450 მლნ-ით დაჯარიმდა.
კიდევ 10 უმსხვილესი ევროპული და ამერიკული საბანკო დაწესებულება გახდა ამ სკანდალის მონაწილე და მათაც ჯარიმები გადაიხადეს. რეკორდული ჯარიმა გადაიხადა Deutsche Bank-მა – $2.5 მლრდ, გასული წლის აპრილში.
