სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
“კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, გადაწყვეტილება მიღებულია”, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.
სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.