სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ სომხეთსა და ალიანსს შორის პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, რადმილა შეკერინსკას შეხვდა, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს სომხეთსა და ნატო-ს შორის პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს უფრო ამბიციური დღის წესრიგის შემუშავებისადმი მათ ინტერესს.
