ეკონომიკა

TAP-ის მშენებლობა მარტში დაიწყება

ტრანს ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყება. გაზსადენი “სამხრეთის გაზის დერეფნის” ფარგლებში შენდეება.

ტრანს-ანატოლიური გაზსადენი (‪TANAP‬) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

‪შაჰ_დენიზის‬ პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, ‪თურქეთი‬ გაზს მიიღებს უკვე 2018 წელს, ხოლო ‪ტრანს_ადრიატიკული‬ გაზსადენის (‪‎TAP‬) მშენებლობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 2020 წლის დასაწყისში გაზს მიიღებს ‪ევროპა‬.

შაჰ_დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. პროექტის ფარგლებში საქართველოში ხორციელდება 2 მლრდ აშშ დოლარის ‪‎ინვესტიცია‬. პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გაზის დამატებითი მოცულობები.