ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ
ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის დაწყებიდან მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა.
ცნობისთვის, მე-16 დღეა აქციის მონაწილეები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან“ დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.