თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
თბილისის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, თავმჯდომარედ აირჩია ზურაბ აბაშიძე. კენჭისყრა 23 მაისს ჩატარდა. მას მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.
საკრებულოს თავმჯდომარეობამდე ზურაბ აბაშიძე მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის საკრებულოს წევრი გახდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მანამდე იყო ელჩი ყაზახეთში და პარლამენტის წევრი.
სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს. ის 21 მაისიდან თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე გახდა.
