სხვა

ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა.

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.

კომენტარის დატოვება