ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2025
22 ივნისს Global Tech Weekend Tbilisi-ის ფარგლებში ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ტრეიდერების ჰაბი • Traders’ Hub -ის ორგანიზებით გაიმართა.
„ტრეიდერების ჰაბმა“ დააჯილდოვა ის კომპანიებს, რომლებმაც 2024-2025 წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფინანსური განათლებისა და ბაზრების განვითარებაში.
წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე ტრეიდერების ჰაბის კურსდამთავრებულები და მოქმედი ტრეიდერები, უნივერსიტეტები და სკოლები, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილოებდნენ.
ფორუმის მთავარი მიზანია ფინანსური ბაზრების მხარდაჭერის ხელშეწყობა, კვალიფიციური სპიკერების მოწვევა და პანელური დისკუსიების გამართვა, რათა შევქმნათ მდგრადი ტრადიცია და გავაერთიანოთ სექტორის მთავარი მოთამაშეები.