უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს როგორც კი მოლაპარაკებები დაიწყება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს მზადდება”, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
“ვეცდებით, ეს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მოგეხსენებათ, უკრაინისა და რუსეთის ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა ტრამპმა.
