ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერი პოლონეთის პრეზიდენტსა, ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი, პოლონეთის შემდეგ ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.