ვზეიმობთ ჩვენი მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – თურქეთის საგარეო უწყება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვზეიმობთ ჩვენი მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
