სხვა

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა – სალომე ზურაბიშილი

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

„რეგიონში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გამწვავების ფონზე, ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს, საპროტესტო აქციაზე ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება