ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი დღეს მოეწერება

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საფრანგეთში იმყოფება, სადაც დღეს, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერს ხელს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ამით დასრულდება 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს – ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
მათივე ინფორმაციით, 25-წლიანი პროცესის საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტია გრძელდება დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც უკვე 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულდა. როგორც GNN-ის კორესპოდენტი ადგილიდან ...