სხვა

106 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან – 26 მაისის დღის წესრიგი ქვემო ქართლში

ავტორი : მირანდა ფუტკარაია

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 106 წელი გავიდა. ისტორიული თარიღი სხვადასხვა ღონისძიებებით და აქტივობებით აღინიშნება ქვემო ქართლის რეგიონშიც.

საზეიმო ღონისძიებები რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარედ(გმირთა მემორიალთან) გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. დღის განრიგი შემდეგია:

14:00-14:30 – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა
14:00-18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:00-17:10 – შემოქმედებითი სივრცე: სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა, ქართული მოზაიკის შესწავლა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, ილუზიონისტის წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრებები
14:00-19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
16:30-17:10 – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა
17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“
17:30-20:30 – ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
20:30-21:00 – დრამერების ჯგუფი “არტ ლაიფი”
21:00-22:00 – ბენდი „გუფი ლენდი“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე  გაიმართება.  დღის წესრიგთან დაკავშირებით ბოლნისის მერია შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

13:00-16:00 ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;

13:00-16:00 ბოლნისისა და კაზრეთის კულტურის სახლის, ქვეშისა და რატევნის კლუბის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების სტუდიების ნამუშევრების გამოფენა;

13:00-16:00 სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოსურათების გამოფენა;
13:00-16:00 ქალაქ ბოლნისის ბიბლიოთეკების ახალი წიგნების გამოფენა;
13:00-16:00 ზრდასრულთა განათლების ცენტრის საგამოფენო სივრცე;
13:00-16:00 ადგილობრივი მეწარმეების სხვადასხვა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
13:00-16:00 კულტურის სახლთან არსებული ხალხური საკრავებისა და გიტარის შემსწავლელი სტუდიების კუთხე;
13:00-16:00 ქართულ-გერმანული წრის თოჯინების სპექტაკლი და ნამუშევრების გამოფენა;
13:30-16:00 თოჯინების თეატრის სპექტაკლი ,,უხეირო დათუნია’’ ;
13:30 -16:00 სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭადრაკში;
14:00-16:00 ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი;
16:00-17:00 ბენდი „მედიატორის“ კონცერტი.
ისტორიულ თარიღს აღნიშნავენ დმანისის მუნიციპალიტეტშიც.
ღონისძიების ადგილი ქალაქ დმანისის ცენტრალური სკვერი იქნება. დმანისის მერიის ინფორმაციით პროგრამა 12:00 საათზე დაიწყება.
12:00-16:00 შემეცნებითი/საგამოფენო სივრცე
12:00-16:00 სახის მოხატვა
12:00:16:00 დრამერების მსვლელობა.
12:00-16:00 სპორტული აქტივობა

 14:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების საზეიმო კონცერტი.

26 მაისი წალკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში და ასევე სპორტ დარბაზში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
განრიგთან დაკავშირებით წალკის მერია შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
12:00 ღონისძიებას გახსნის წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე;
12:30 გაიმართება კულტურული ღონისძიება, რომელსაც გახსნის წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „თაობა“;
13:00 ღონისძიებას შემოუერთდება საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლი „თრიალეთი“;
13:30 სასპორტო სკოლის დარბაზში დაიწყება სპორტული ღონისძიება;
14:00 გაიმართება მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდის ოთხ წონით კატეგორიაში და ასევე აბსოლუტურში;
14:30 გაიმართება მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ კატეგორიებში;
16:00 გაიმართება მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში;
17:00 დაიწყება ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში;
18:00 ღონისძიებას დაასრულებს უხუცესთა ანსამბლი „თრიალეთი“.
საზეიმო ღონისძიება გაიმართება გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. მერიის ინფორმაციით ღონისძიებები გარდაბნის ცენტრალურ პარკში 12:00 საათზე დაიწყება.
12:00-13:00 ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი ანსამბლების მსვლელობა;
12:00-16:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-16:00 საგამოფენო სივრცე;
13:00-16:00 ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლების კონცერტი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ თეთრწყაროში, 26 მაისს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
11:00–13:00 გაჟღერდება პატრიოტული სიმღერები განწყობის შესაქმნელად;
12:00 მოეწყობა ეროვნული სამოსის გამოფენა და მსვლელობა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული ჯგუფები;
14:00 გაიმართება კონცერტი ადგილობრივი საესტრადო და ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით.

26 მაისთან დაკავშირებით მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. დღის წესრიგი შემდეგია:

12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
12:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
12:00-18:00 საბავშვო სივრცე: ტკბილეულის კუთხე, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები და თამაშები ანიმატორებთან ერთად, სპორტული შეჯიბრებები;
13:00-16:00 სახელოსნო: ორიგამის დამზადება და კალიგრაფიის შესწავლა;
13:00-16:00 საპნის ბუშტების შოუ;
13:30 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;
14:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
16:00-16:30 საბავშვო თეატრალური წარმოდგენა;
16:40 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი „ჰერიო“;
17:30-19:00 ბენდი „გუფი ლენდი“.

1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის აკაკი ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ  ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

კომენტარის დატოვება