“არ შეიძლება ადამიანებს, ვინც უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო, არ ჰქონდეთ არჩევნებში ნორმალურად მონაწილეობის შესაძლებლობა” – გიორგი ვაშაძე
არ შეიძლება ადამიანებს, ვინც უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო, ვის გადმორიცხულ თანხებზეც არსებობს ლამის მთელი საქართველო, არ ჰქონდეთ არჩევნებში ნორმალურად მონაწილეობის შესაძლებლობა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აპირებენ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის საკითხი დააყენონ.
„უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, ნომერ პირველ საკითხად ვაპირებთ დავაყენოთ ემიგრანტების ხმის მიცემის შესაძლებლობა. არ შეიძლება ადამიანებს, ვინც უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო, ვის გადმორიცხულ თანხებზეც არსებობს ლამის მთელი საქართველო, არ ჰქონდეთ არჩევნებში ნორმალურად მონაწილეობის შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენი მთავარი საკითხია, ემიგრანტებს მივცეთ ხმის უფლება“,- განაცხადა ვაშაძემ.