09/05/2024
Latest:
მსოფლიო

ჰაკერები 1 აპრილიდან დონალდ ტრამპზე ტოტალურ შეტევებს იწყებენ

ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას აპირებს. შესაბამისი ვიდეომიმართვა ჰაკერებმაYouTube-ზე განათავსეს.

ვიდეოში Anonymous-ი აცხადებს, რომ ტრამპის წინააღმდეგ „ტოტალური ომისთვის“ არიან მზად. ისინი ასევე ამბობენ, რომ ქსელში უკვე განათავსეს ტრამპის ტელეფონის ნომერი და დაზღვევის მოწმობა.

Anonymous-ი ძირითადი შეტევის დაწყებას პრეზიდენტობის კანდიდატზე 1 აპრილს აპირებს. ჰაკერების განცხადებით, ძირითადი საფრთხის ქვეშ იქნება ტრამპის პირადი საიტი და ასევე მისი ბიზნეს-სტრუქტურების ვებ-გვერდები. ადრე ჰაკერებმა მისი პირადი ელექტრონული ფოსტაც „გატეხეს“.

ადრე დონალდ ტრამპა, მისი კომპანიის, Trump Organization-ის მეშვეობით ათასობით დომენი იყიდა, რომელთაც მისი, მისი კომპანიების და პროდუქტების შეურაცხყოფა შეეძლოთ.

წყარო: Agora