26/06/2024
Latest:
სხვა

” ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის” – გიორგი გახარია

ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა  გიორგი გახარიამ განაცხადა.

ის, ასევე, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს.

ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში“, – აღნიშნა  გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება