უნგრეთი ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Le Monde-თან და BFMTV-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ევროპა ძალიან ორაზროვანი იყო, მაგრამ შეჭრამ ის უკრაინის გარშემო გააერთიანა და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით შეძლო უკრაინამ რუსეთის შეჩერება.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად, ზოგჯერ „ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს“.
„ეს საშიშია, პირველ რიგში, თავად უნგრეთისთვის. ამ ქვეყანამ იცის რა არის შემოჭრა, იცის რა შედეგები მოჰყვება ფაშისტურ რეჟიმს და მიკვირს, რომ ბუდაპეშტის გზავნილები რადიკალურია უკრაინასთან დაკავშირებით. ტრამპთან თამაში არაფრის მომცემია. ის დამოუკიდებელი ლიდერია. არავის უყვარს სუსტი მეგობრების ყოლა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.