სხვა

ფილიპინებში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ფილიპინებში კანლაონის მთასთან ახლოს მცხოვრები ასობით ადამიანისთვის, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ევაკუაციის ბრძანება გამოცხადდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ცაში ხუთ კილომეტრამდე სიგრძის ფერფლის სვეტი გაჩნდა. ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, რამაც 5 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა.

ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა (Phivolcs) განაცხადა, რომ კანლაონის ვულკანი 6 წუთის განმავლობაში იფრქვეოდა, რამაც ძლიერი მიწისძვრა გამოიწვია. სააგენტომ გაფრთხილება გამოსცა, რომ ვულკანური ფერფლი და გოგირდის სუნი მიმდებარე სოფლებზე იმოქმედებდა.

 

კომენტარის დატოვება