30/04/2024
Latest:
სხვა

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ავტორი: მირანდა ფუტკარაია 
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ საქართველოში დეცენტრალიზაციის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და მიმდინარე პარტნიორებთან ერთად მიღწეული  შედეგები განიხილა.
5 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტებიც წარადგინეს. ღონისძიების ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის  ვიდეოს პრეზენტაციაც მოხდა , რომელშიც  ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობასა  და  USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიზნებზე იყო საუბარი.
შეხვედრას საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ.
„მოხარული ვართ, რომ დღეს, ოფიციალურად ვიწყებთ თანამშრომლობას დამატებით 11 მუნიციპალიტეტთან. შედეგად, მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით, 28-ამდე გაიზარდა. ჩვენი ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, ეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენაში და უფრო მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების მიწოდებაში, რაც აუმჯობესებს საქართველოში ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას,“ – განაცხადა  USAID-ის მისიის, დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა.

კომენტარის დატოვება