07/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული მანქანის მოდელები

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მათმა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 2014 წლის ინფორმაციას ასახავს, 2014 წელს ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 9.7% შეადგინა.

2014 წლის მონაცემით, საქართველოში მსუბუქი, მსუბუქი მაღალი გამავლობის, სატვირთო და სამგზავრო სულ 964 754 მანქანაა რეგისტრირებული. სპეც.ტექნიკის, მოტოტრანსპორტის, მისაბმელების, სპეციალიზებული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტის რაოდენობამ კი 2014 წელს 20 000-ს გადააჭარბა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-ის და OPEL -ის მარკის ავტომანქანები. 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა  NISSAN-ის დაU SUBARU-ს რაოდენობები.

მამაკაცები უპირატესობას MERCEDES–ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები NISSAN-ს. მოდელებიდან მამაკაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES BENC E, ხოლო ქალებში ლიდერობს HONDA FIT. რაც შეეხება, მანქანების მარკის ათეულს, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში გავრცელებული მარკის ათეული ასეთია: Mercedes, Opel, Ford, BMW, Volkswagen, Toyota, Mitsubishi, Nissan, Honda, Subaru.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მოდელია: Opel Astra, Opel Vectra, Mercedes-Benz E, Mercedes-Benz C, Volkswagen Golf, BMW 3 series, BMW 5 series, Mitsubishi pajero/io/montero, Honda CR-V, Volkswagen Jetta/Vento.

bpn.ge

auto