09/05/2024
Latest:
საზოგადოება

ტურისტები აჭარაში ვიზიტის პრობლემებს ასახელებენ

უამინდობა, პატრულთან დაკავშირებული პრობლემები, რიგი საზღვარზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

კვლევის მსვლელობისას გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა განმეორებით სტუმრობდა აჭარას. კითხვას იყო თუ არა ეს მათი პირველი ვიზიტი აჭარაში ვიზიტორთა მხოლოდ 29.3 %-მა უპასუხა უარყოფითად. როგორც კვლევამ გვიჩვენა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ინდივიდუალურად (42.7%) ან მეგობრებთან ერთად (35.2%) მოგზაურობდნენ. აჭარას ოჯახთან ერთად მხოლოდ გამოკითხულთა 17.5% სტუმრობდა, ხოლო დანარჩენი თანამშრომლებთან / კოლეგებთან (4.6%) ერთად. ვიზიტის ხანგრძლივობა საშუალოდ 3.8 ღამეს შეადგენდა.

რესპოდენტთა 8% – მა დაგეგმა მოგზაურობა ტურისტული სააგენტოს დახმარებით. მხოლოდ 2%-მა ისარგებლა ქართული ტურისტული სააგენტოს / ტურ-ოპერატორის სერვისით.

გარდა ამისა, შეძენილი ტურისტული პაკეტებიდან მხოლოდ 1.8% მოიცავდა სხვა ქვეყანაში ვიზიტს.

რაც შეეხება აჭარაში ვიზიტისას შექმნილ პრობლემებს, რესპოდენტების პასუხები შემდეგია:

ყველაზე მეტმა რესპოდენტმა პრობლემად უამინდობა დაასახელა, მეორე ადგილზე პატრულტან დაკავშირებული დისკომფორტია, რაც გაჩერებას და დაჯარიმებას მოიცავს. ასევე ტურისტებისთვის პრობლემას წარმოადგენს საზღვარზე რიგი, საცობები, ფასები, ენის პრობლემა. 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდის კვლევისას კი მომსახუბის დაბალი დონე, სიძვირე, მოძრაობის წესები და ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარ პრობლემებად სახელდებოდა.

თუმცა, ამავდროულად ვიზიტორებს გაუჭირდათ დაესახელებინათ რაიმე სახის სერვისი/მომსახურება, რის მიღებასაც ისინი ისურვებდნენ მომავალი ვიზიტისას აჭარაში. გამოკითხულთა 96.94%-მა ვერ დაასახელა რაიმე სახის დამატებითი სერვისი. უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა, მიუხედავად ყველაფრისა, საერთო ჯამში კმაყოფილი დარჩა რეგიონში ვიზიტით.
57bfe7d36ed27
წყარო: ბიზნესკონტაქტი