სხვა

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 24 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ რუსების მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29 გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 5 რაკეტა და 24 ე.წ. „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს : Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტით, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, “კინჟალის” რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 24 დრონით.

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 29 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის : “კინჟალის” რაკეტა, Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 24 დრონი. საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ვინიცას ოლქებში

კომენტარის დატოვება