06/05/2024
Latest:
სხვა

“მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ, სწორედ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან” – შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ, სწორედ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩანს, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ვაგრძელებთ საყოველთაო-სახალხო განხილვას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ქუთაისის, ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა ამ შეხვედრაზე ჩანს სრული მხარდაჭერა ცვლილებების მიმართ.

სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ვსაუბრობთ ელემენტარულ ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან, ასევე არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით. ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი მოსახლეობასთან, რათა განვმარტოთ, რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს უფლებრივი ნაწილის გამიჯვნა პროპაგანდისგან. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ, სწორედ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან. ასე რომ, ეს გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარის დატოვება