08/05/2024
Latest:
მსოფლიო

სექტემბრიდან ინტერნეტთან წვდომა ადამიანის უფლება გახდება

გუნტერ ოტინგერი, ევროკომისარი ტელეკომუნიკაციებისა და ერთიანი ციფრული ბაზრის საკითხებში, აცხადებს, რომ ევროკომისია წევრ-ქვეყნებს საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულებს უზრუნველყონ ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლისთვის, იმის მიუხედავად, გააკეთებენ თუ არა ამას კერძო კომპანიები.

ახალი საკანონმდებლო წესების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან გადაიხადონ ინტერნეტის საფასური და უზრუნველყონ მასთან წვდომის უფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ინტერნეტთან წვდომა ხდება სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება.

არსებული პროექტის მიხედვით, წევრი-ქვეყნები ვალდებული იქნებიან დააფინანსონ ინტერნეტის გადასახადი არა სექტორული, არამედ ძირითადი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროექტმა უკვე გამოიწვია უკმაყოფილება დედაქალაქებში. ამ დროისათვის აღნიშნული ფორმით ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფის საშუალებას მხოლოდ ფინეთი და ესპანეთი ახორციელებს.

ევროკავშირის მასშტაბით, 97% სახლებისა უზრუნველყოფილია ინტერნეტთან წვდომის საშუალებით. 5G ინტერნეტის სიჩქარის უზრუნველსაყოფად ევროპის მასშტაბით დამატებით 155 მილიარდი ევროა საჭირო.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

 

წყარო