მსოფლიო

ჩეხეთის ვიცე-პრემიერი: ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი

ჩეხეთის მილიარდერი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ანდრე ბაბისი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ის არ მიიღებს “არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი”.

“ცალსახად ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც ხდება ევროპაში, ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი და თუ ევროკომისია ამის გამო სანქციებს გამოიყენებს ჩვენ მას ვუჩივლებთ”, განაცხადა ბაბისმა.

ვიცე-პრემიერის განცხადება მოჰყვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩავუსოღლუს მუქარის შემდეგ საბერძნეთის განცხადებას, რომ საჭიროა “გეგმა ბ” იმ შემთხვევისათვის თუ თურქეთი მართლაც დაარღვევს საემიგრაციო შეთანხმებას. ევროკომისია აპირებს ლტოლვილთა კვოტების სისტემის ამოქმედებას, რომლის მიხედვით ყველა ქვეყანა ვალდებულია მიიღოს მიგრანტები, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ არ მიღებულ მიგრანტზე 250 000 ევროთი დაჯარიმდება. “ეს უაზრობა და აბსურდია”, განაცხადა ბაბისმა, თუ ეს მოხდება ჩვენ ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ. უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე შეიტანა სარჩელი ევროკომისიის წინააღმდეგ ამის გამო.

როგორც ბაბისმა ტვიტერზე დაწერა: “მე არ შევასრულებ კვოტებს, სიტუაცია შეიცვალა, თურქეთში დიქტატორია”.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

წყარო: euroline.ge