საზოგადოება

“200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება”

200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკომიგრანტების საკითხი წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი იყო. მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები გამოაქვს.

“200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება, მაგრამ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ასევე, ჩვენ დევნილებს კიდევ გადავცემთ და დავუკანონებთ საცხოვრებელ სახლებს. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ამოცანები, რომელის გარშემოც ჩვენი ძალების მაქსიმალური კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]