სხვა

ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა.

გიორგი ვაშაძემ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „რუსული კანონი“ უწოდა. ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი! არა ერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე, გთხოვთ, გაბრძანდით! გთხოვთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!“ – მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა: „ჩუმად ვიჯდები“.

„არა, არა პროცედურას ნუ არღვევთ-მეთქი არაერთგზის გთხოვეთ. ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი!“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარის დატოვება