01/03/2024
Latest:
საზოგადოება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მართმადიდებლური ეკლესიის ეკონომიკურ საქმიანობაზე და ვაჟა ბერიძის კომენტარი

საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში მყოფი კომპანიები და მათში დასაქმებული ეპისკოპოსები

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას შეეხება. გთავაზობთ ვებ-გვერდ Mediacity-ს ამასთან დაკავშირებულ მასალას და აქვე შემოგთავაზებთ პიბლიკაციასთან დაკავშირებით ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის კომენტარს:

ვაჟა ბერიძე: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი ცნობადი არასამთავრობო ორგანიზაციაა და მისი კვლევა უდაოდ საყურღებოა. ამავე დროს, საკითხზე მსჯელობისას არც ჟურნალისტებს და არც მკვლევარებს არ უნდა გამორჩეთ მხედველობის არიდან, რომ საქართველოს მართმადიდებლული ეკლესია კონსტიტუციურად დაკანონებულ, გამორჩეულ სტატუსს ფლობს. ქვეყნის ძირითადი კანონი აფიქსირებს მართმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ ისტორიულ როლს საქართველოს წინაშე. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ბოლშევიკების მიერ საბჭოთა პერიოდში ქართული მართმადიდებლური ეკლესიის, ისევე როგორც სხვა რელიგიური მიმდინარეობების წინაშე ჩადენილ იქნა უამრავი უსამართლობა და დანაშაული. მათ შორის ქონების ჩამორთმევა-წართმევა და სხვა. ფაქტობრივად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ზარალი არც შეფასებულა და არც კომპენსირებული არ არის. მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ბიუჯეტიდან მართმადიდებლური ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხები ამ ასპექტის გამოძახილიც მგონია, თუმცა სჯობდა ზარალი ზუსტად დათვლილიყო და ამ სახსრების კომპენსაცია დარქმეოდა. მართმადიდებლური ეკლესიის გარდა სხვა კონფესიებიც დაზარალდა საბჭოთა ხელისუფლების წლებში და ესეც მხედველობაშა მისაღები. ბიუჯეტიდან, ხელისუფლების სათანადო ნების არსებობისა და საზოგადოების თანხმობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლოა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, ასევე სხვა კონფესიებისთვის. ისიც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებისას მათი მრევლის, მიმდევრების რაოდენობა გათვალისწინებული იქნება.

რა თქმა უნდა, მართმადიდებლური ეკლესიის ეკონომიკური აქტივობა სრულად უნდა ჯდებოდეს, თავისი ყველა პარამეტრით, ქართული კანონმდებლობის ჩარჩოებში. ყოველგვარი უკანონობა უნდა აღიკვეთოს. მასშტაბები ნუ გაგვაკვირვებს – მართმადიდებლობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ის რელიგიური მრწამსია, სხვა რელოგიური მიმდინარეობების ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ (ტრადიციული და ახალი რელიგიური მიმდინარეობები: კათოლიციზმი, ისლამი, გრიგორიანობა, იეღოვას მოწმეები, ვაჰაბიზმი და ა.შ და ა.შ.) ქართული მართმადიდებლური ეკლესია ფინანსურად მათთან შედარებით უღარიბესია, განსაკუთრებით უმწეოა ხშირად სხვათა კარგად დაფინანსებული პროზელიტური საქმიანობის გათვალისწინებით. ბუნებრივია, ქვეყანაში მრწამსის თავისუფლება დაცული უნდა იქნას და სახელწიფომ სხვა რელიგიურ მიმართულებებსაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ ამა თუ იმ ასპექტთან დაკავშირებით მსჯელობისას ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იქნას.

ასე უნდა შევხედოთ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მოცემულ კვლევას.”

მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციათა შორის ყველაზე დიდია: მოსახლეობის 80% თავს მას მიაკუთვნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ დაადგინა, რომ 2002 წლიდან 2014 წლამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა სულ მცირე 200 მილიონ ლარს შეადგენს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საპატრიარქოს სრულ ან ნაწილობრივ მფლობელობაში 27 ბიზნესკომპანია ფიქსირდება. ესენია: აქვა გეო, რომელიც მინერალურ წყალ სნო-ს აწარმოებს. პროდუქციის სახელწოდება პატრიარქ ილია II-ის მშობლიური სოფლის სახელიდან მოდის. კომპანია 2009  წელს დარეგისტრირდა და საპატრიარქო ამჟამად მის 20%-ს ფლობს. 2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული “აქვა გეომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჩატარებულ 26 სამთავრობო სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულება 502,145 ლარს შეადგენს.

წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისფონდი – მთლიანად საპატრიარქოს ეკუთვნის. კომპანიას კონსტანტინე იაკობაშვილი (მეუფე იაკობი) ხელმძღვანელობს, რომელიც წმინდა სინოდის წევრი, საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე და პატრიარქის ქორეპისკოპოსია. დარიალის ხეობაში საეკლესიო კომპლექსის მშენებლობაში დახმარების მიზნით აღნიშნულ ფონდთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა.

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება  საპატრიარქოს საკუთრებაა. ამჟამად კომპანიას ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი პეტრე (პაატა ცაავა) ხელმძღვანელობს.  2010 წლიდან ტელეკომპანიას თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ორი შენობა და 4 151 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უკავია, რომელიც ერთი წლით ადრე საპატრიარქოს ხელისუფლებამ უსასყიდლოდ გადასცა. ტელევიზიას თავის შესანახად საკმარისი სახსრები არ გააჩნია და სახელმწიფოსა და საპატრიარქოსგან ფინანსდება. საპატრიარქოს ასევე აქვს საკუთარი რადიო არხი – ივერია.

საავადმყოფოები. საპატრიარქოს საკუთრებაშია ოთხი საავადმყოფო: აქედან,თერაპიულიკლინიკა უპოვართათვისწმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფო-ს განვითარების ფონდი, ჩვეულებრივად ფუნქციონირებენ, თუმცა არაკომერციულ ორგანიზაციებადაა რეგისტრირებული.

დანარჩენი ორი საავადმყოფო, წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინოცენტრი თბილისში და მეორე ქუთაისში – საეკლესიო საავადმყოფოწმინდა დავითაღმაშენებლის სახელობის ქსენონი, შპს-ის სახით არის  რეგისტრირებული. ორივე საავადმყოფო საპატრიარქოს პრივატიზაციის პროცესის ფარგლებში გადაეცა – პირველი 2007 წლის დეკემბერში სიმბოლურ ფასად – 1 აშშ დოლარად, ხოლო მეორე – 2000 წლის აპრილში უფასოდ.

კვების პროდუქტების წარმოება. საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ  ორგანული საკვების წარმოება. ეკლესიას თბილისში აქვს ორი მაღაზია სახელწოდებითმონასტრის ბარაქა.

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული სხვა საწარმოები:

საპატრიარქოს ასევე ეკუთვნის რაგბის კლუბი ბაგრატი ქუთაისში, თბილისის სამხრეთით მდებარე კრწანისის ტყეპარკი, ხაშმის ღვინის ქარხანა კახეთში, 11 სკოლა (შპს-ები) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 1 საბავშვო ბაღი ბათუმში. 2010 წელს მაისში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დისშვილმა, დიმიტრი შიოლაშვილმა, შპს ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ კირიონII სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი სამშენებლო-საპროექტო კომპანიად − შპს იბერია ბურჯად გარდაქმნა. საჯარო რეესტრში გარდაქმნის რეგისტრაციისას წარდგენილია ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის სახელზე საპატრიარქოს მიერ გაცემული მინდობილობა, რომელშიც საუბარია ეპისკოპოსისთვის კომპანიის რეგისტრაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე.

2014 წლის იანვარში კიდევ ერთი სასწავლებელი, შპს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფედავითის სახელობის სკოლა  გადაკეთდა კვების პროდუქტების მწარმოებელ და დისტრიბუტორულ კომპანიად.

საქართველოს საპატრიარქოს არაკომერციული ორგანიზაციები:

საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს სულ მცირე 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის 4 უნივერსიტეტი, 5 სასულიერო სემინარია, 25 სკოლა, 8 სოციალური დაწესებულება, 18 საქველმოქმედო და განვითარების ფონდი და 16 კულტურული და სულიერი განვითარების ცენტრი. ზოგიერთი მათგანის წესდებაში კომერციული საქმიანობა მითითებულია როგორც დამხმარე.

საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია 90-მდე სემინარია, სკოლა და საბავშვო ბაღები, ასევე რამდენიმე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 2 000-ზე მეტი თანამშრომელი და 18 000-მდე მოსწავლე ირიცხება. ამ სკოლებიდან ბევრი საპატრიარქოს მიერაა დაარსებული და მათ ამჟამად ეპისკოპოსები ან ეკლესიის მაღალი იერარქიის სხვა წარმომადგენლები მართავენ.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ დაადგინა, 2013 წელს საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მიიღო. იგივე ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი 2014 წლის ბიუჯეტითაც.