03/05/2024
Latest:
საზოგადოება

6.1 მლნ-მა ევროპელმა მოწევას თავი ელექტროსიგარეტის მეშვეობით დაანება

 ახალი კვლევის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის მეშვეობით, ევროკავშირის ქვეყნებში სიგარეტის მოწევას თავი 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაანება, 9 მილიონზე მეტმა კი მოხმარება შეამცირა.

საბერძნეთის „პატრას უნივერსიტეტის“, ონასისის კარდიოქირურგიული ცენტრისა და საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარებმა გაავრცელეს მონაცემები, რომელიც 2014 წლის ელექტრონული სიგარეტის მოწევისა და გამოყენების ევრობარომეტრს (Eurobarometer) ითვალისწინებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, 48.5 მლნ ევროპელ მოქალაქეს გასინჯული აქვს ელექტროსიგარეტი, 7.5 მლნ ადამიანი უშუალოდ მომხმარებელია. აღნიშნულ მომხმარებელთა შორის 35.1%-მა მოწევას თავი დაანება, ხოლო 32.2%-მა მოხმარება შეამცირა.

“მსგავსი კვლევების ისტორიაში, ეს სავარაუდოდ, სიგარეტის დანებებისა და მოხმარების შემცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე ყოფილა”, – აღნიშნულის შესახებ კვლევის მთავარი დოქტორი კონსტანტინოს ფარსალინოსი აცხადებს.

“ევროკავშირის მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარებამ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე პოზიტიური გავლენა ორი მთავარი მიზეზის გამო იქონია: 1. სახეზეა მოწევისთვის თავის დანებებისა და მოხმარების შემცირების მაღალი მაჩვენებელი და 2. ელექტროსიგარეტების მოხმარება ძირითადად არამწეველთა მინიმალური მოხმარებით შემოიფარგლება”.

არამწეველთა შორის, ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო უამრავი აზრია, თუმცა მკვლევარები დამაჯერებლად და დარწმუნებით საუბრობენ.

საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის ნეირომეცნიერი და მკვლევარი აღნიშნავს: არამწეველთა შორის, ელექტროსიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებით არაერთ ექსპერიმენტს მივმართეთ, მაგრამ რეგულარული მოხმარება მინიმალურ მაჩვენებელზეა. არამწეველთა 1.3% ნიკოტინის შემცველ ელექტროსიგარეტს იშვიათად იყენებს, ხოლო 0.09% – ყოველდღიურად. პრაქტიკულად, არამწეველებს შორის, ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტის მიმდინარე თუ რეგულარული მოხმარება არ ფიქსირდება, ამგვარად, დარდი იმის გამო, რომ ელექტროსიგარეტების მოხმარებამ ადამიანი შეიძლება მოწევის დაწყებამდე მიიყვანოს – ჩვენი კვლევების შედეგების მიხედვით, სრულიად მცდარია“.

პროფესორმა კონსტანტინოს პულასმა, ევროკავშირში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შეფასების – ევრობარომეტრის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“ევრობარომეტრის კითხვარი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე დეტალური ანალიზია, რაც კი აქამდე მოსახლეობის დონეზე გაკეთებულა ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებით. ეს კვლევა მოხმარების სიხშირესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას იძლევა”.

ევრობარომეტრი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშია, რომელიც ჩვეულებრივ და ელექტროსიგარეტების ნიმუშს ევროკავშირის წევრ ყველა, 28-ვე ქვეყანაში იყენებს.