აფბა: არსებული ხარვეზებით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის მიღება დაუშევებელია
21 სექტემბერს „პირველი“–ის პრეს–კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია–აფბას“ ანალიტიკოსმა, პაატა ბაირახტარმა ბრიფინგი გამართა. ბაირახტარმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. პირველ რიგში, რიგი რეგულაციებისა საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული ან ისეთი დოზით, რომ საზოგადოება ნაკლებად დაზარალდეს. ამასთან კანონპროექტს აკლია ფინანსური კუთხით ანალიზი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა ეკონომიკურ შედეგს მოიტანს მისი ამ სახით მიღება. შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარიც ზედმეტია, თუმცა კანონპროეტში არც ის ჩანს, თუ რა ზარალს მიიღებს მის შედეგად ეკონომიკა, ბიუჯეტი და მთლიანად ქვეყანა. ამასთან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტში არის რიგი რეგულაციები, რომელთა ამოქმედებას გონივრული ვადა უნდა მიეცეს. არ შეიძლება რაიმე ნორმა დაწესდეს კანონის მიღებიდან ერთ თვეში, როცა ის კერძო ბიზნესთანაა დაკავშირებული. და ბოლოს, კანონპროექტში არის ბევრი რეგულაცია, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა წარმოუგენელია ან კანონპროეტის ავტორებს წარმოდგენილი არ აქვთ ეფექტური იმპლემენტაციის მექანიზმები, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ კანონპროექტის ყველაზე სახიფათო მუხლი ესაა თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზირების შემოღება და თამბაქოს პროდუქციის ხილვადობის შეზღუდვა, რასაც არამხოლოდ ეკონომიკური არამედ სოციალური დატვირთვაც ექნება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თანხმად იგეგმება თამბაქოს რეალიზატორთა ლიცენზირება. თუმცა საუბარი არ არის, რა სახის ლიცენზირება უნდა მოხდეს, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა და საერთოდ რა არის აზრი ქვეყანაში ამ ნორმის დარენგვის. თუ ლიცენზირების ნორმები რთული იქნება, ეს ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეების უმრავლესობა ვერ დააკმაყოფილებს მას (საუბარია მცირე სუპერ მარკეტებსა და მაღაზიებზე) და ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან. შედეგად მხოლოდ მსხვილი მეწარმეები აიღებენ ლიცენზიას და ისარგებლებენ ბაზარზე კონკურენციის მკვეთრი შემცირებით. მეორე შემთხვევაში, თუ ლიცენზირების ნორმები იქნება ადვილად დასაკმაყოფილებელი და ყველა შეძლებს მის მიღებას, რა აზრი აქვს ასეთი რეგულაციის შემოღებას?! ეს იქნება მოსახლეობის ჯიბეებიდან ფულის ამოღება უაზრო ლიცენზიის გამო.
აფბა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კარგად აწონ დაწონოს ის შედეგები, რაც მსგავი ტიპის რეგულაციებს შეიძლება მოჰყვეს. ლიცენზიება და თამბაქოს ხილვადობის შეზღუდვა პირველ რიგში მცირე მეწარმეებს ურთულებს ცხოვრებას. ქვეყანაში სადაც მცირე და საშუალო მეწარმეებს მთელ ბიზნეში 15% უჭირავთ, ხოლო მსხვილ ბიზნეს 85% ძალიან არასწორია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესი საუკეთესო დამსაქმებელია და ამ სფეროს შეზღუდვა, უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.“
ბაირახტარმა ასევე აქციზის გადასახადზეც ისაუბრა და ანიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში აქციზის გადასახადის ზრდამ მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე გავლენა ვერ იქონია.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აქციზის გადასახადი. ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში 55,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტები შემოვიდა, რაც 3,5 მლნ. დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუ 2012 წლის მონაცემებს (სანამ სიგარეტზე აქციზის გადასახადის ყოველწლიური ზრდა დაიყებოდა) შევადარებთ 2015 წლისას დავინახავთ, რომ თამბაქოს იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი. ანუ, ბოლო 3 წელიდაში აქციზის გადასახადის გაორმაგებამ, შედეგად საცალო სიგარეტის ფასის ორჯერ ზრდამ მოხმარება კი არ შეამცირა, არამედ პირიქით გაზარდა.
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიგარეტზე გადასახადების ზრდა ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ იწვევს ან მინიმალურ ზეგავლენას ახდენს. ეკონომისტებმა იციან, რომ სიგარეტი ფასის მიმართ არალერევანტური პროდუქტია და მისი გაძვირება, მოხმარების შემცირებას კი არ იწვევს, როგორც ეს სხვა პროდუქციის შემთხვევაში ხდება, არამედ მწეველი, რომელსაც გაძირებული სიგარეტის ყიდვა ურთულდება უფრო ცუდი ხარისხის თამბაქოს მოხმარებაზე გადადის.
ბოლო პერიოდში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის პარალელურად აქტიურად მიდის საუბრები თამბაქოს პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან ამოღების შესახებ. ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურება მსგავსი ტიპის ქმედებები, რადგან ამით სარგებელს ჩვენი ქვეყანა ვერცერთი კუთხით მიიღებს. მსგავსი ქმედება, ერთი მხრივ აძვირებს ექსპორტს საქართველოდან, რაც პერსპექტივას უკარგავს ადგილობრივ წარმოებას და მეროეს მხრივ მკვეთრად ზრდის თამბაქოს საცალო სარეალიზაციო ფასს.
ამასთან, გვინდა ავღნიშნოთ, რომ თუ ჩვენ რეალურად გვინდა მწეველთა რაოდენობის შემცირება, ეს უნდა მოხდეს საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი პოლიტიკის განხორციელებით, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა და არა პროდუქციის გაძვირებით, რაც წინასწარ ცნობილია, რომ შედეგს არ მოიტანს ან/და გაუგებარი რეგულაციების დაწესებით, რომელიც მხოლოდ ზიანს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას.“