08/05/2024
Latest:
მსოფლიო

ბილ გეითსი: ,,2030 წელს სიღარიბე გაქრება”

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ბილ გეითსმა გამოაქვეყნა ესსე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს სიღარიბე 2030 წლისათვის.

“უსამართლობის შემცირებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმისთვის კარგი მიზეზი გვაქვს,” – წერს ბილ გეითსი, რომელსა სჯერა, რომ შესაძლებელია სიღარიბის დაძლევა.

გეითსი ნაშრომში მიუთითებს, რომ საუკუნის დასაწყისიდან ბავშვების სიკვდილიანობა და მალარიით გამოწვეული სიკვდილი განახევრდა, უკიდურესმა სიღარიბემ კი ნახევარზე ცოტა მეტით იკლო.

როგორც Bussines Insider-ი წერს, ბილ გეითსის დაარსებული გლობალური ფონდის მეშვეობით 17 მილიონი ადამიანი გადაურჩა მალარიისგან, შიდსისგან და ტუბერკულოზისგან სიკვდილს.

ბილ გეითსი ამბობს, რომ ასეთმა პროგრესმა დაარწმუნა იმაში, რომ 14 წელიწადში სიღარიბე გაქრება. ეს Global Goals-ის მთავარი მიზანია, რომელსაც გაეროს 193 წევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი სექტემბერში.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ ამ ყველაფრისკენ მიმავალ გზაზე ვნახავთ ისეთ მთავარ მიღწევებს, რომლებიც უპრეცენდენტო შესაძლებლობას მისცემს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას. ამასთანავე, ჩვენ ვთვლით, რომ მათი ცხოვრება უფრო სწრაფად გაუმჯობესდება მომავალ 15 წელიწადში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში და რომ მათი ცხოვრება უფრო მეტად გაუმჯობესდება ვიდრე, სხვა ნებისმიერის,”- წერს გეითსი.